weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

კულტურა

თუშური ტრადიციებისა და ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით, თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ფოლკლორის სახლი გაიხსნება. ფოლკლორის სახლში ფშაველში მცხოვრები ახალგაზრდები თუშურთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებსა და საგალობლებს შეისწავლიან.

2017 წლის კარლოვი ვარის პრესტიჟული კინოფესტივალის ოფიციალური პროგრამა ცნობილია. 12 ფილმს შორის მთავარი პრიზის - ბროლის გლობუსისთვის გიორგი ოვაშვილის ბიოგრაფიული დრამა „ხიბულაც“ იბრძოლებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ფიდო ფეიქრიშვილის კუთვნილ, 1914 წელს აშენებულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

​საქართველოში ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება. პოპულარული მუსიკოსი ქართული აუდიტორიის წინაშე, სავარაუდოდ, 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხი ავრცელებს.

შატილის კომპლექსის ჩამონგრეულ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წელსვე აღადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სპეციალისტები რეაბილიტაციის პროექტის სრულყოფაზე მუშაობენ, რაც ჩამონგრეულ კოშკთან ერთად კომპლექსის სხვა კრიტიკული უბნების რესტავრაციასაც გულისხმობს.

2017 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა დასრულდა - კანის საიუბილეო, რიგით 70-ე კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ ახალგაზრდა შვედი რეჟისორის, რუბენ იოსტლუნდის ფილმმა მოიპოვა. კომედიური დრამა სათაურით – The Square, რომელიც მოგვითხრობს…

საინიციატივო ჯგუფი დუშეთის სასამართლოს ყოფილი შენობის გადასარჩენად, სადაც 1864 - 1873 წლებში მომრიგებელ მოსამართლედ ილია ჭავჭავაძე მუშაობდა, პეტიციით მიმართავს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მუნიციპალური…

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს, 27 მაისს, აქცია „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტას შუა საკუნოვანი ეკლესიის ეზოს ტერიტორიიდან ამოღებული ძვლები ახალ სამარხში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელობასა და ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე თეოდორეს შორის შეთანხმების…

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, ჯეიმს ბონდის კინოსერიების ვარსკვლავი სერ როჯერ მური შვეიცარიაში, 89 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]