საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში აღმოჩენილმა სპილენძის ნიღაბმა, რომლის ასაკიც 3000 წელია, შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს აქამდე არსებული მოსაზრებები ამ რეგიონის უძველესი მოსახლეობის მიერ მეტალის დამუშავების შესახებ.
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფრესკების გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის სამეფო თეატრმა სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარადგინა. აღნიშნული პროექტი ლიტვაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძღვანელის ლევან სეფაშვილის…
ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში მცხოვრები 88 წლის სახალხო მთქმელი გაბრიელ (ფარხა) გარაშვილი საუკუნის ავტორ-მთქმელად დასახელდა. ქართულ პოეტურ ფოლკლორში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გაბრიელ გარაშვილს სიგელი და ფულადი ჯილდო 5000 ლარი „ქართული…
„სილქროუდ ჯგუფი“ თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ძველი ღვინის მარნის ტერიტორიაზე კლასიკური მუსიკის ცენტრს აშენებს, რომელიც 1000 ადამიანზეა გათვლილი.
ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდება ღია ცის ქვეშ, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, 17 ივნისიდან 12 აგვისტომდე ყოველ უქმე დღეებზე. პირველი ქართული ბლუზფესტივალის ორგანიზატორებმა ოფიციალური პრომო ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს.
ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრეში, ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია ტრადიციული ხალიჩური ნაწარმის რეწვის, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოპულარიზაცია და ხალხური რეწვის ოსტატების მხარდაჭერა.
ლეგენდარული ბალკანელი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი საქართველოში კონცერტს 26 აგვისტოს შეკვეთილში Black Sea Arena-ზე გამართავს.
ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.
გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მდებარე ახლადრეაბილიტირებული კულტურის სახლი საპატრიარქოს გადაეცა. ეს გადაწყვეტილება გურჯაანის საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს. როგორც „რეგინფოს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, შენობის გადაცემის თხოვნით გამგეობას საპატრიარქომ მიმართა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11