საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ტაძრის საძირკვლი საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მრევლი დაესწრო.
30 ივლისს, ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში, ცნობილ ხევსურ მელექსესთან ზაურ (ზური) ზვიადაურთან შეხვედრა და ფშავ-ხევსურული კაფიის საღამო გაიმართება. ღონისძიების მიზანი, ხევსურეთის ფოლკლორული ტრადიციების წარმოჩენა და ახალგაზრდებისთვის მისი გაცნობაა.
გელათის სამონასტრო კომპლექსი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დააბრუნეს. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე მიიღეს, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 1-დან 12 ივლისის…
რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში - East of the West, ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.
ქალაქ თელავში არქეოლოგებმა IX-X საუკუნეებში დამზადებული ნივთების ნაშთები აღმოაჩინეს, რაც არქეოლოგ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის თქმით, შუა საუკუნეების ყველაზე ადრეული ქალაქის დამადასტურებელი ნაშთებია. თელავის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ X საუკუნეში…
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2019 წლიდან წინანდალში ყოველწლიურად კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, წინანდალი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ცენტრი გახდება.
ნიუ იორკში მდებარე საშემსრულებლო კომპლექს „ლინკოლნ ცენტრში“ ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი მეორედ გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, ქართული ნაციონალური ბალეტი მაყურებლის მოთხოვნით 2017 წლის ოქტომბერში იმ სცენაზე ბრუნდება, სადაც ანსამბლმა კონცერტი 2015 წელს…
საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელი კომპოზიტორი და პიანისტი რაიმონდს პაულსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება მას ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ გადასცა.
ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია (AMPAS) აქტიურად განაგრძობს შემადგენლობის გაფართოებას. კინოაკადემიამ საკუთარ რიგებში დასამატებლად ამჯერად მსოფლიო კინოინდუსტრიის 774 წარმომადგენელს გაუგზავნა მოსაწვევი. მათ შორისაა ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძეც, რომლის…
ქართველმა საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში გაიმარჯვა. მან ეს ტიტული 2016 წლის ოქტომბერში, პრიზის ოპერაში, "სამსონი და დალილას" ოპერიდან დალილას პარტიის შესრულებისთვის მიიღო.…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11