weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

კულტურა

ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარი აფეთქებისისას დაღუპულთა ხსოვნას საფრანგეთის ქალაქ კანში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალზე საყოველთაო პატივი  მიაგეს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციისა და რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ 1 246 376 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერი 2017 წლის 15 მაისს გამოაცხადა.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ დღეს გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, 19 მაისს, სიღნაღის მუზეუმში გამოფენა „გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები“ გაიმართება.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჟაშში, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება.

ამერიკელი მუსიკოსი, როკ ჯგუფ AudioSlave-ის წევრი ქრის კორნელი 52 წლის ასაკში, დეტროიტის შტატში სცენაზე გამოსვლის შემდეგ დაიღუპა.

დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება.

2017 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა, კანის რიგით 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონიის წამყვანი იტალიელი კინოვარსკვლავი მონიკა ბელუჩი იქნება, დღეს რეჟისორ არნო დეპლეშენის დრამა „ისმაელის მოჩვენებების“ (Les Fantômes…

უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსი პორტუგალიელმა შემსრულებელმა სალვადორ სობრალმა მოიგო სიმღერით - “Amar Pelos Dois”.

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში, რომელშიც 18 შემსრულებელი მონაწილეობდა, ქართველი კონკურსანტი თაკო გაჩეჩილაძე მე-2 ნომრად გამოვიდა. სიმღერით “Keep the Faith”, გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]