weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ეკონომიკა

საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, სილქნეტმა წარმატებულად განახორციელა 200 მლნ დოლარის 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების გამოშვება. ფასიანი ქაღალდების კუპონმა შეადგინა 11% და ობლიგაციები განთავსდა 100%-იანი ღირებულებით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელება გაგრძელდება. ყველა კულტურაზე სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ 70% იქნება, ხოლო ვაზზე - 50%. 

პრომოუტერი ტატო ხარჩილავა შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის, Black Sea Arena-ს დირექტორად დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ხელი გუშინ მოაწერა. ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება განიხილეს ავსტრიიის დედაქალაქ ვენაში გამართულ საერთაშორისო სამიტზე ANON Blockchain Summit Austria 2019.

დიდმა ბრიტანეთმა „ბრექსიტის“ გამო 100 მილიარდი ევრო დაკარგა. როგორც ამერიკული მსხვილი ფინანსური სერვისის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის დანიშვნის დღიდან, ბრიტანელთა ხაზინა დღეში 700 მილიონ…

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს - „სქაიაფ ეარლაინსსა“ (SkyUp Airlines) და „ბუთა ეარვეისს“ (Buta Airways) ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს.

გუდაურმა მესამედ უმასპინძლა დიპლომატიურ სათხილამურო ტურნირს „DipSki2019“. სათხილამურო ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ კატეგორიაში. ქალთა შორის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი ლორენ ბარი, მამაკაცთა კატეგორიაში პიტერ დენისი ევროკავშირის დელეგაციიდან,…

ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე სასტუმროსა და კაფეტერიის აშენება/მოწყობა იგეგმება. ელექტრონული აუქციონი აღკვეთილში 6 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის თაობაზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტში თეძამის წაყალსაცავის მშენებლობა იწყება. როგორც ბახტაძემ დღეს, პროექტის პრეზენტაციაზე თქვა, წყალსაცავით მუნიციპალიტეტის 22 სოფელი და 10 ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს. პროექტში 71 მილიონი ლარის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]