საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 35 წლამდე კაცი გორის საავადმყოფოდან თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი, რომელიც ბოლო დაახლოებით 9 თვის განმავლობაში საქართველოში პატიმრობაში იყო, რუსეთს გადასცეს. ახიადოვის ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.
ქუთაისის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე მოწყობილ ქიმიურ ლაბორატორიაში მოსწავლეებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა დროსაც კოლბა აუფეთქდათ. ინცდენტის შედეგად ხუთმა მოსწავლემ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს განმარტება, თუ რატომ არ არის დასრულებული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიება.
ინგუშეთის პრეზიდენტი 1993-2001 წლებში, რუსლან აუშევი ჰყვება, თუ როგორ აჩუქეს ინგუშებმა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში მცხოვრებ ქართველებს ეკლესიის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკლესია შენდება და მალე იქ…
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი - საქართველოს 9, ამერიკის შეერთებული შტატების ერთი და ავსტრალიის ერთი მოქალაქე დააკავა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე – ვინ არის უმთავრესად პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი, გამოკითხულთა 0%-მა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ…
კომედიური მსახიობი ნიკა არაბიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აგრძელებს მუშაობას და მალე იუმორისტულ გადაცემას - „ნიკა არაბიძის შოუს“ წაიყვანს. გადაცემის პრომო-ვიდეო ტელეკომპანიამ დღეს გაავრცელა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას აპარატის უფროსად დაინიშნა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11