weather cur horoscope tv
ივნისი 06, 2025

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ საჭირო იქნება, ჩადენილი გადაცდომებისთვის სამართალდამცველებს დააკავებენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ბიჭი ჩამომხრჩვალი საცხოვრებელ სახლთან ბებიამ და ბაბუამ ნახეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შვედეთში, გეტებორგში სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე საქართველოს შესახებ გადაღებულმა ვიდეორგოლმა ნომინაციაში „სათავგადასავლო ტურიზმი“ პირველი ადგილი მოიპოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, დღეს, 20 სექტემბერს, საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ გაიმართება. აქციის მონაწილეები სლოგანით „ერთად ერთის წინააღმდეგ“ 19:00 საათზე შეიკრიბებიან და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას დანიშვნას გააპროტესტებენ.

აფხაზი ხალხის ერთიანობისთვის ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა ვერტმფრენიდან ნაკურთხი წყალი გადმოასხეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში მშვიდობისა და უთანხმოების დასაძლევად, ჰაერში ლოცვაც აღევლინა.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოებამ ამ დრომდე ვერ მიიღო განმარტება, რის საფუძველზე, ვისი რჩევით თუ რეკომენდაცით მიიღო სალომე ზურაბიშვილმა…

„კიდევ ერთი ღიად პრორუსული და არაადამიანური გადაწყვეტილება“, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრი, ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის რამზან ახიადოვის გადაცემას.

დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში (ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ. ამისთვის ერთობლივი პროექტის განხორციელებას „საპარტნიორო ფონდი“ და USAID Zrda იწყებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]