საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, ხელი მოეწეროს შეთანხმებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის თაობაზე. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, პუტინის ბრძანება უკვე გამოქვეყნებულია.
კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) განცხადებით, ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარეობს, სასწორში იპოვეს მოწყობილობა, რომელიც ჩაბარებული ყურძნის წონას ზრდიდა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მექანიზმი ყურძნის ჩაბარებით დაინტერესებულმა მხარემ…
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. პირველი კანდიდატი, რომელიც დეპუტატების წინაშე გამოდის, თამარ ალანიაა.
საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი № 852/851 (ჯრტ) მსვლელობიდან იხსნება. აღნიშნული მატარებელი რეისიებს ორივე მიმართულებით ასრულებდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წვერი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის სახელით ასპარეზობის უფლება არ მისცა.
ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 14 წლის გოგონა გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. ის „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული და გდაუდებელი ოპერაცია უტარდება.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალში რუსეთის წარმომადგენელი მაგომედრასულ იდრისოვი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიტევების გარეშე საქართველო ვერ გადარჩება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11