weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. „ინფო რუსთავთან“ გარდაცვლილის ახლობლებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალს ცხვირის ძგიდის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზში გარდაიცვალა. ისინი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ეთნიკურად ჩეჩენ რამზან ახიადოვს, რომელიც ბოლო ორი წელი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა, რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება. ახიადოვი შიშობს, რომ თუ ეს ასე მოხდება, რუსეთის ციხეში…

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილსთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უცვლელი დატოვა. ეს გადაწყვეტილება 17 სექტემბერს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

„ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფელ ლაფანყურის მაცხოვრებლებს, ჰესის მშენებელი კომპანია „ართანა ლოპოტასა“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას და მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა.

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი „გ“ კლასის მოსწავლეებისთვის წითელი ყელსახვევების გაკეთებაზე სკოლის დისციპლინურმა საბჭომ იმსჯელა და კლასის დამრიგებელს, ქეთევან ვეკუას სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს. კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა 13 ობიექტში, რომლებიც 1000 ლარით დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი: 1981 წელს დაბადებული გ.გ., 1977 წელს დაბადებული მ.ზ., 1982 წელს დაბადებული ფ.ბ. და 1978 წელს დაბადებული გ.ძ.…

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორის, თეა იოსელიანს მიმართ მუქარაში 1986 წელს დაბადებული ბ.მ. ამხილეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახლად რეაბილიტირებული ბაგა-ბაღის გახსნას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]