weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2025

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და მოელის, რომ „ხაჯიმბას მოღვაწეობა მომავალშიც შეუწყობს ხელს რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გამყარებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს ეფუძნება“.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიამ ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო განაცხადები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 10 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის განცხადებით, ის და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ბოლტონის ბევრ შეხედულებას არ იზიარებდნენ.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საკუთარი სამხედრო სტრუქტურის შექმნას გეგმავს. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საკითხი დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე განიხილეს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 9 კილომეტრში, სომხეთის ტერიტორიაზე 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ცხინვალის საოკუპაციო ძალები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ. ამის შესახებ „რეგინფოს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, გათავისუფლებულია პოლიციელი, რომელმაც კომპანია „ფრესკოს“ ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა. „ფრესკოს“ მფლობელის ვასილ სოფრომაძის მტკიცებით, პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა პირზე, რომელიც მაღაზიის გაქურდვას შეეცადა.

თუშეთში აბანოს უღელტეხილზე მოთოვა

სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 18:01

თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე თოვლი მოვიდა, თუმცა გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ. როგორც „მთის ამბებს“ თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, უღელტეხილზე ამ დროისთვისაც თოვს, ტემპერატურა კი 2 გრადუსამდე…

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მის ოფიციალურ გვერდზე „მთავარი არხის“ პოსტების გაზიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე გვერდს უკანონოდ იყენებს.

„ბატონო კრამერ, თქვენ მე ბოდიში უნდა მომიხადოთ“, – ამ სიტყვებით მიმართა „პატრიოთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]