weather cur horoscope tv
მაისი 31, 2025

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებას, რომ საქართველოში დემოკრატიის, მედიისა და პოლიტიკური თავისუფლებების ხარისხი დაბალია და სახელმწიფოს მიტაცება ხდება.

ტელეკომპანია „მთავარი არხი“, რომელიც ცოტა ხნის წინ დააფუძნა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ეთერშია. 21:00 საათზე, არხზე საინფორმაციო გამოშვება - „მთავარი“ გავიდა, რომელიც „კურიერიდან“ წამოსულ წამყვანებს, დიანა ჯოჯუას…

ეს ცალსახად არასწორი შეფასებაა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „დოიჩე ველეს“ ფურცლებზე გამოქყვეყნებულ სტატიას - საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი.

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. შესასვლელ პუნქტზე გადაადგილება კვლავ შეწყვეტილია. როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა „რეგინფოს“ უთხრეს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილება აღარ აღდგეს.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ და აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან, მედიისა და პოლიტიკურ თავისუფლებებთან, კორუფციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან.

ეროვნულმა ბანკმა აჭარის რეგიონში მდებარე 83 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 77 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. ამის მიზეზი „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნათა დარღვევა გახდა.

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 216 მილიონი ლარით შემცირების მიზეზს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი განმარტავს. ნათია თურნავას თქმით, საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა.

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამ თანამდებობის დაკავებამდე ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგი იყო. ხაზარაძის თქმით, გახარიას პრემიერობის პირობებში ის ამ პროექტის განვითარების ვერნაირ პერსპექტივას…

პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ იგი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ, არამედ თავად მიიღო დაკავებული პოსტის დატოვების გადაწყვეტილება. მოისწრაფიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ პრეზიდენტთან ერთ კონკრეტულ საკითხზე ჰქონდა პრინციპული შეუთანხმებლობა. 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში „ლოპოტა 1“ ჰესის მოწინააღმდეგეებს ჰესის მშენებელი კომპანია „ართანა ლოპოტა“ გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელების ნებართვა კანონიერად აქვთ მიღებული და წინააღმდეგობას აღიქვამენ როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]