weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ხმაურით მივიდა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია მეორე დღეა მიმდინარეობს. პანელურ დისკუსიებში წამყვანი დიპლომატები მონაწილეობენ, მათ…

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი სამსახურიდან მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების გამო გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, საქმე ეხება ფეისბუქ-პოსტს, რომელიც მოისწრაფიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან გათავისუფლებული ნოდარ მელაძის მხარდასაჭერად…

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გერმანულ მედიაში „დოჩე ველე“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი“, შეკვეთილია.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მკაფიო კავშირს ხედავს 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე რუსეთის თავდასხმას შორის.

ჯანდაცვის სამინისტრო და კულტურის პალატა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის საფუძველზეც კულტურის პალატის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, C ჰეპატიტის პროგრამის პოპულარიზაცია მოხდება.

ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით პირდაპირი ფრენების დასაწყებად საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს იწყებს.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან წყალი დანაყა. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, წულაიამ ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მერიისთვის ავტომობილის ჩუქება გააპროტესტა და წყლის ნაყვას შეადარა ხელისუფლებასთან საუბარი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს იმედი აქვს, რომ 1920 წელს საქართველოს მხრიდან ოსების გენოციდის აღიარების საკითხზე საქართველო ითანამშრომლებს. ინფორმაციას სახელმწოფო დუმის ვებგვერდი ავრცელებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხინვალის რეჟიმის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოქვეყნების მიზნად რეგიონის მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელებას ასახელებს. ამის შესახებ „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

85 წლის კაცს, რომელიც შვილის, რძილს და ორი მეზობლის მკვლელობისთვის დააკავეს, თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, 2000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. სასამართლოში „რეგინფოს“ უთხრეს რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურას…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]