weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ოკუპანტია. განცხადება შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გუგუტიანთკარში გააკეთა.

ქალაქ დუშეთს, დაბა ჟინვალს და დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, 21 აგვისტოს დილის 5 საათიდან 22 აგვისტოს 18:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში შესაძლოა, დღეს გაიმართოს. ამის შესახებ „რეგინფოს“ სოფელ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების „აი, ფაქტი“ გავრცელებულ მასალას საქართველოში რუსული რუბლით ვაჭრობის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სწავლობს.

ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ექვსივეზე მთხოვეს, გიორგი გახარიასთვის გადამეცა, არ წავიდესო, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ბახმაროში, ტრადიციულ დღესასწაულზე პლაკატის „გახარია, წადი“ გამოფენას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შესახებ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩეკს დეტალური ინფორმაცია…

ბახმაროში, სადაც ფესტივალი „სანსეტ ფესტ ბახმარო 2019" მიმდინარეობს, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ჯიპის მარკის ავტომობილი ფერდობიდან დაგორდა და გზაზე გადაბრუნდა. 

„რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ტელეკომპანიას არ გააკოტრებს. ამის შესახებ ხალვაშმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთკვირიანი ვადა ამოიწურა და ტელეკომპანიის ყიდვის რეალური მსურველი არ გამოჩნდა.

სახალხო დამცველი პაპუნა უგრეხელიძეს პასუხობს და განმარტავს, რომ სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია ეჭვქვეშ არ დგება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]