weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ჯავის რაიონში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობას გეგმავს. როგორც სააგენტო „რესი“ წერს, ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის სამთო-სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდის ფედერაციის“ პრეზიდენტმა ლერი თედეევმა განაცხადა.

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ვებ-გვერდების შესახებ აფრთხილებს. უწყების ცნობით, სოციალურ ქსელში გამოჩენილი ვებ-გვერდები სააგენტოს სიმბოლიკას იყენებენ. საპენსიო სააგენტომ თაღლითური სქემის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ერთმანეთს „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი უკანონოს უწოდებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში განახლებულ ბორდერიზაციას.

სახელმწიფო დაეხმარება ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახებს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვარზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ღობის გავლების შედეგად დაზარალდნენ. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…

საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა პარლამენტარ ემზარ კვიციანს, მომავალში არ წაახალისოს დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები დაიცვას.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზის ორივე მხარეს ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 9 სახანძრო მანქანა მუშაობს და ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს ზღვიდან მაშველებმა 6 ადამიანი გამოიყვანეს. 

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის მონიშვნას გააგრძელებს. როგორც სააგენტო „რესი“ წერს, ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა განაცხადა.  

რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობა რამდენიმე მარშრუტზე დღეიდან 30 თეთრით გაძვირდა. ახალი ტარიფი რუსთავის საკრებულომ დაამტკიცა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]