საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 95 შემოწმებული კლინიკიდან 38-ში დარღვევები გამოვლინდა. უწყების ცნობით, დარღვევები უკანონო საექიმო საქმიანობას და დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხებს უკავშირდებოდა.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება რესტორან „ღვინის ქარხანა გალერიაში“ მომხდარ ჩხუბს.
დღეიდან, 19 აგვისტოდან 22 აგვისტომდე საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეზღუდული იქნება.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ ბრძანებას ასრულებენ. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზვარზე უკანონო ღობის მონტაჟი დღეს…
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახეთში მდებარე ლოპოტის ტბის დასასვენებელი კომპლექსიდან ჩამოვიდა და თბილისშია. პრეზიდენტი ამბობს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ საკითხზე მთავრობა მუშაობს და თავადაც ჩართულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, წყალში არ ჩავიდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის გავლებას აგრძელებს. ამის შესახებ „რეგინფოს“ სოფელ გუგუტიანთკარში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა რუსუდან კილაძემ აცნობა.
19 აგვისტოს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 წლის კაცი დაიღუპა. გარდაცვლილი მამუკა სულაქველიძეა, რომელიც ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იყო.
ამ დრომდე უცნობია, როდის შეიძლება გაათავისუფლონ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ორი დღის წინ გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქე. ამის შესახებ "რეგინფოს" სოფელ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11