weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო და ის ევროკავშირის ელჩს, მატი მაასიკასს გადაეცემა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ვიდეოზარის…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობს.

პოლონეთში რუსეთის ფედერაციის ელჩს, სერგეი ანდრეევს ვარშავაში, საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოზე თავს დაესხნენ. პოლონური მედიის ინფორმაციით, ელჩს წითელი საღებავი უკრაინაში ომის დასაგმობად მისულმა ადამიანებმა შეასხეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე გამოსვლა ძირითადად უკრაინაში შეჭრის გამართლებას დაუთმო.

„ნაციზმზე გამარჯვების დღეს, ჩვენ ახალი გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ეს გზა რთულია, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. რა არის ჩვენი უპირატესობა მტერთან მიმართებაში? ჩვენ ერთი წიგნით უფრო ჭკვიანები ვართ. ეს წიგნი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა. მედიასთან კომენტარის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ომში გამარჯვებაში ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები წელს, ისევე როგორც შარშან, ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ კანდიდატმა, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესის დასრულების შესახებ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე პარლამენტარ ექიმებს, მათ შორის, დიმიტრი ხუნდაძეს და დავით სერგეენკოს, მოუწოდებს, პარტიული დღის წესრიგიდან გამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე იზრუნონ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]