საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსი მილიარდერის, „ალფა ჯგუფისა“ და „ალფა ბანკის“ დამფუძნებლის, მიხაილ ფრიდმანის ოჯახს ქალაქ სენ-ტროპეში ვილა დაუყადაღეს, პარიზში კი ბინა. ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა The Insider წერს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაჭიანურდა. ამის შესახებ მან დღეს, Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა. 2019 წელს მიღებულ ექსკურსიების განხორციელების წესში ცვლილება შევიდა, რის შედეგადაც აიკრძალა ექსკურსიაზე ღამისთევით წასვლა, ხოლო ექსკურსიის ადგილი სკოლიდან 150 კილომეტრზე მეტით არ უნდა იყოს დაშორებული.
7 მაისს, 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ქუთაისში თიბისის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე შეიკრიბება, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა კომპანიამ, რეორგანიზაციის შედეგად, 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც IDS Borjomi Georgia აცხადებს, რომ თანამშრომელთა ნაწილი ხელშეკრულების ახალ პირობებს არ დათანხმდა.
ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციამ ქვეყანა დაატოვებინა „უკვდავი პოლკის“ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ესაკოვს. უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ესაკოვი მრავალი წლის განმავლობაში, ქვეყანაში შუღლს აღვივებდა და კრემლის პროპაგანდას ავრცელებდა.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას უპასუხა და განმარტა, რატომ არ აპირებს მის მოსანახულებლად ციხეში მისვლას.
„აზოვის“ პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მარიუპოლის გარნიზონი 70-ე დღეა მასზე ბევრად მეტ მტერს წინააღმდეგობას უწევს და 25 აპრილიდან „აზოვსტალის“ ქარხანას ყველა მხრიდან…
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის სისტემა აღდგენილია, თუმცა ვითარება კრიტიკულად მძიმეა. ამ საკითხზე არესტოვიჩმა გვიან ღამით, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში ისაუბრა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლაზე ნამდვილად ფიქრობს, რადგან უსამართლო და უსაფუძვლო ცილისწამების გამო შეურაცხყოფილია. ცერცვაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, მისივე თქმით, ინსინუაციების და არასწორი ინტერპრეტაციის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11