weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩენთა ბატალიონის მეთაურმა, მუსლიმ ჩებერლოევსკიმ BBC-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა, რატომ იბრძვიან ჩეჩნები უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ.

2022 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, რუსეთის ფედერაცია 3 880 679 მოქალაქემ დატოვა. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი, 744 548 ადამიანი ოკუპირებულ აფხაზეთში გავიდა. 2021 წლის…

დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილესი რუსული მეტალურგიული კომპანია Evraz-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მოკავშირე სახელმწიფოების სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს, 9 მაისს უკრაინას „სრულმასშტაბიანი ომი“ გამოუცხადოს. ამის შესახებ შმიგალმა დღეს, პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ დაასრულა მუშაობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე და ბოლო ნაწილზე. დოკუმენტი ევროკომისიას 10 მაისს გადაეცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნათია კაპანაძე, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას არ…

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და „წითელი ჯვრის“ მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, „აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 500 ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე,…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე - „უკრაინისთვის“ სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, რუსეთის სამხედრო აგრესიას კი გმობს.

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციასა და ცხედრების გატანაზე იზრუნოს. ამის შესახებ პალამარი დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]