weather cur horoscope tv
მაისი 21, 2025

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თავისი პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის გადადგომას გამოეხმაურა და კერძო სექტორში საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც გიორგაძე წერს, მან კერძო სექტორში დაბრუნება გადაწყვიტა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია სირაბიძე დააკავეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, ნუგზარ დაბრუნდაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საჯაროდ განაცხადა, რომ ძამის ხეობას აჭარელი ეკომიგრანტები სასულიერო პირების მხრიდან შევიწროების გამოც ტოვებენ, თანამდებობიდან გადადგა.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ცნობილი რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი, იგივე „ლექსუსი“ ესწრება. ის აქციებზე რუსული პროპაგანდისტული მედიის -Russia Today-ის მაისურითა და რუსეთის კეპით დადის.

ქართულ-შვედური გეი დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორმა, ლევან აკინმა განაცხადა, რომ ქართულმა ეროვნულმა ბალეტმა - „სუხიშვილებმა“ ფილმს მხარი არ დაუჭირა, მისმა ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა კი თქვა, რომ ქართულ ცეკვაში არატრადიციული სექსუალური…

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც კრძალავდა შენობის ფასადზე საპროტესტო პლაკატის ან ბანერის განთავსებას მერიის თანხმობის გარეშე.

რუსეთის რაგბის კლუბმა „სლავამ“ ქართველ მორაგბეებთან - საბა ილურიძესთან და რევაზ ბროძელთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაიფიქრა. როგორც რევაზ ბროძელი სოციალურ ქსელში წერს, ქართული მხარე რუსულ მხარეს ესაუბრა და სიტუაცია გაირკვა.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, შტადლერის სამგზავრო მატარებლებში თითქმის ოთხი თვეა მოახლოებული სადგურების შესახებ ინფორმაცია რუსულ ენაზე აღარ ცხადდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]