საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა. როგორც სამინისტოში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის წინ, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიებას უკავშირდება. ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე აქვს…
ევროპარლამენტის დეპუტატებმა ახალ პრეზიდენტად იტალიელი დევიდ სასოლი აირჩიეს. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად სასოლის ხმა ევროპარლამენტის 345-მა წევრმა მისცა, სულ 677 ვალიდური ხმა დაფიქსირდა.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში ჩატარდება, ტოკიოში ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის ქანდაკება დადგეს. ტოჩინოშინს ხელში რაგბის ბურთი უჭირავს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სტეფანწმინდაში, გერგეტის სამებისკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკიდან 60 წლამდე მამაკაცი გადავარდა და დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, გარდაცვლილი ისრაელის მოქალაქეა.
ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ნუგზარ დაბრუნდაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ძამის ხეობის სოფელ გვერძინეთში სასულიერო პირები აჭარელ ეკომიგრანტებს ავიწროებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების შემდეგ, გამოცდებიდან ორი აბიტურიენტი მოიხსნა. ერთ შემთხვევაში, აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მომღერალმა ქეთათომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები მისი გარდაცვლილი მეუღლის, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების უნებართვოდ გამოყენებისთვის გააკრიტიკა და საავტორო უფლებების დარღვევაში დასდო ბრალი.
აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში,…
20 ივნისიდან საქართველოში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ქართული ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვში კონცერტებს მართავს. 29 ივნისს მათ სანქტ-პეტერბურგში, მუსიკისა და სპორტის საზაფხულო ფესტივალზე „Locals Only 2019“ იმღერეს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრის, ვლადიმირ ჯაბაროვის განცხადებით, რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესოს, კერძოდ, აკრძალოს ქართული ღვინის იმპორტი. ამ ინფორმაციას სააგენტო „რია…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11