weather cur horoscope tv
მაისი 21, 2025

კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს, რომ რუსეთის დროშა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, ქარხნის ტერიტორიაზე იყო აღმართული, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ჩამოხსნეს. ვებგვერდ Laboratorium.ge-ის ინფორმაციით, რუსული დროშა იქ…

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით და სანთლებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და საფლავები.

გორსა და ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ორგანიზებით, დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამ სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10 საათზე გამოქვეყნდება.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი შენდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 2 178 598 ათასი ლარია გამოყოფილი.

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადვოკატის საჩივარი, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დეპუტატისთვის დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნას ითხოვდნენ. სააპელაციომ ასევე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა,…

რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველომ რაღაცები ჩეჩნეთის ლიდერისგან, რამზან კადიროვისგან უნდა ისწავლოს. ამის შესახებ გავრილოვმა ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში თქვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის რეანომობილის შეძენას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, სათანადო სამედიცინო სერვისის არარსებობის გამო, ყვარელში რვა ადამიანი, მათ შორის მისი ბიძა, საკრებულოს ყოფილი წევრი…

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის ივნისში სულ 22 236 ლარი დაიხარჯა. აქედან 1 889 ლარით დაფინანსდა დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]