weather cur horoscope tv
მაისი 21, 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლიბერთი ბანკის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სამივე მათგანს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალქალაქში, სოფელ ყულალისთან, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სახელფასო დავალიანებას დაახლოებით 65 მუშა ითხოვს.

მოსკოვის თეატრ Et Cetera-ს სამხატვრო ხელმძღვანელისა და რუსეთის ფედერაციის თეატრალური კავშირის თავმჯდომარის, ალექსანდრ კალიაგინის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებს, რადგან, როგორც რეჟისორი რობერტ სტურუა უყვება, ქვეყანაში საშინელი სიტუაციაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა.

რუსულმა რაგბის კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა ქართველ მორაგბეებს - რევაზ ბროძელსა და საბა ილურიძეს, რომლებმაც ერთ-ერთი მატჩის დროს, ლელოს აღნიშვნისას თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს სოლიდარობა ცალ თვალზე ხელის აფარებით…

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, უკანაფშავში, სოფელ ვაკისოფელში პირველად ჩაირთო ინტერნეტი. ამის შესახებ ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს.

​ოზურგეთის რაიონის დაბა შეკვეთილში, ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელიც 20 ივნისიდან, პარლამენტის წინ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორია, მოკვლით ემუქრებიან. მაქარაშვილის განცხადებით, მუქარის შემცველი შეტყობინებები სოციალურ ქსელში მიიღო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მმართველ გუნდს კითხვები არ აქვს.

„ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ორგანიზებით, 2019 წლის 29 ივნისს, ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები იყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]