weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

  „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ გახსნა. მან პროექტის წარმომადგენლებს ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა…

 თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს. 

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარზე ახალი საგზაო ნიშნის -„ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვის რაიონი“ - განთავსებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და გააკრიტიკა დაღესტნელები, რომლებმაც საპროტესტო აქციები გამართეს.

წარმატებულ სერიალ „ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ უკრაინულ ტურისტულ სააგენტოებში მიტოვებული ატომური სადგურის მონახულების მსურველთა რიცხვი გაიზარდა.

აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წელს პირველად გოგო მაშველები იმუშავებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე მაშველად 20-მდე გოგო დასაქმედება. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და უკვე ჩაბარებული…

ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი შეუძლოდ გამთენიისას, ვაზიანის პოლიგონზე წვრთნის დროს გახდა, რის შემდეგაც ლაზარეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხედრხდა.

NHL-ის ფინალური სერიის გადაწყვეტ მატჩში „სენტ ლუის ბლუზმა“ 4:1, საერთო ფინალურ ანგარიშში კი 4:3 მოუგო „ბოსტონ ბრიუნზს“ და არსებობის ისტორიაში პირველად დაეუფლა სტენლის თასს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, დენის დარტყმის შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) თანამშრომელი, 33 წლის შოთა მთავარაშვილი დაიღუპა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია კარიერას ისევ პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 25 წლის ნახვერმცველი ზაბჟეს „გურნიკიდან“ ვარშავის „ლეგიაში“ გადავიდა.

დონეცკის „შახტარს“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა ასპარეზობს, ისევ პორტუგალიელი სპეციალისტი, ლუის კასტრო გაწვრთნის, რომელმაც ამ პოზიციაზე „რომაში“ გადასული თანამემამულე პაულო ფონსეკა ჩაანაცვლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]