weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) მიერ გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგს სათავეში ქართველი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ჩაუდგა, რომელმაც 88 ქულით მეორე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა.

აღიარებულ ესპანელ კინოხელოვანს, პედრო ალმოდოვარს ვენეციის წლევანდელ კინოფესტივალზე საპატიო „ოქროს ლომს“ გადასცემენ.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2019 წლის კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება და 10 000 ლარი გადაეცემა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს. ფრენები კვირაში ორჯერ – პარასკევს და კვირას განხორციელდება.

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამით სლოვენია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-14 ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ახალ ზელანდიელი მილტონ ჰეიგი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ თანამდებობას დატოვებს და სათავეში იაპონურ კლუბ „სანტორი სანგოლიათს“ ჩაუდგება.

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით 28 ადამიანი დააკავეს.

ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 40 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების ინფორმაციით, მას თავის ტვინის შერყევა, ნეკნების მოტეხილობა და ზედაპირული ჭრილობები აქვს.

სან პაულოს „ესტადიო დო მორუმბიზე“ სტარტი აიღო „კოპა ამერიკის“ რიგით 46-ე გათამაშებამ. გახსნით მატჩში მასპინძელმა ბრაზილიამ ბოლივია სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის რვა მონაწილე დააკავა. შსს-ს განმარტებით, ყველა დაკავებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]