საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
11 ივნისს ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ პროექტს დაასრულებს.
რუსეთში გამოცემა „მედუზას“ სპეციალური კორესპონდენტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა განაცხადა.
სანქტ-პეტერბურგის პორტში სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა 400 კილოგრამი კოკაინი იპოვეს. ნარკოტიკული ნივთიერება თევზის კონსერვებით დატვირთულ კონტეინერში იყო, რომელიც რუსეთში ეკვადორიდან ჩავიდა.
„მაგთიკომი“ 2019 წლის 15 ივნისიდან „მაგთიფიქსის“ სერვისს აუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, საზღვრისპირა და მთის ბევრი სოფელი სატელეფონო კავშირის გარეშე დარჩება. „მაგთიფიქსის“ გაუქმების მიზეზად კომპანია CDMA ლიცენზიის…
აჭარიდან და სვანეთიდან წალკაში ჩასახლებულმა ეკომიგრანტებმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან დროებით გადაცემული მიწებისა და საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა – „გამარჯვებული საქართველო“ დააფუძნა. როგორც მან პრეზენტაციაზე განაცხადა, მოძრაობა ითანამშრომლებს „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წევრთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება.
ამერიკული ჯგუფის Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის 14, 15, 16 და 17 ივნისს თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ. Black Sea Arena-ზე სეზონის გახსნისთვის გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი…
თიბისი თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის – სტარტაპ-დეკრეტის განხორციელებას იწყებს.
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი ფართობი 443 ჰექტარია. ეს ერთადერთი ადგილია საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა…
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, 19-22 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11