საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
46 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო ფონსეკა ამიერიდან „რომას“ დამოძღვრავს. დონეცკის „შახტარის“ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი რომაულ საფეხბურთო კლუბში ორწლიანი კონტრაქტით იმუშავებს.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე, 6 წლის ვადით, ლონდა თოლორაია აირჩია. თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია. ახალ თანამდებობაზე მუშაობას ის 3 ივლისიდან დაიწყებს.
გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული კაბინეტის გახსნა უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებას გააძლიერებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამ საკითხზე მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ლაგოდეხში, 16 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ი.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს ნაკრების მატჩის პარალელურად ევროპის მრავალ ქალაქში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ციკლის შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც ფავორიტმა გუნდებმა იმარჯვეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ გაიმარჯვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიულეტენების 95%-ია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, „ერთიან ოსეთს“ ხმა ამომრჩეველთა 34.96%-მა…
ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა რადიკალური რელიგიური, პოლიტიკური და სამხედრო დაჯგუფება თალიბანის ტყვეობაში მყოფი 50 ადამიანი გაათავისუფლეს.
ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „Art-გენი“ წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, 16 ივნისს, ე.წ. წყაროებში მისულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდებათ. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების…
რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული Russia Today-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ანა ბელკინამ თბილისში ანტიკრიზისულ PR-სა და ფეიკ-ნიუსების თემაზე მასტერკლასი ჩაატარა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11