weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომის ხეობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრის ბრალდებით, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ. ა., 1990 წელს დაბადებული ვ.კ. და 1990 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში 50-მდე მუშა, რომელიც შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე ჩინურ კომპანიას ჰყავს დასაქმებული, მესამე დღეა გაფიცულია. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მუშები კუთვნილ ხელფასს და შრომის…

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის საჭირო კაპიტალი სრულად აქვს მობილიზებული და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ დაინიშნა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ხაჩიძე, რომელიც მესამე მოადგილე იქნება, გუბერნატორმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერიდან ბაკურიანისკენ მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ცემთან 59 წლის კაცი მოკლეს. მოკლული აკაკი პაპიძეა, რომელიც გზის პირას მდებარე ჯიხურში ვაჭრობდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისთვის“ დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ტენდერებში მონაწილეობას ეხება და არ აისახება სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია საქართველოში…

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ბორჯომში ცივი იარაღით დაჭრეს. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მათ ადგილობრივები დაესხნენ თავს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში დღეს მიწისძვრა ორჯერ მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები სოფელ აწყურთან, პირველად 12:44 საათზე დაფიქსირდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და ამ მიზეზით არსებითად განსახილველად არ მიიღო „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) ყოფილი დირექტორის, ზვიად დევდარიანის კოსტიტუციური სარჩელი. სარჩელი სექსუალური შევიწროების საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ…

ამერიკის ღია თასზე „სან ხოსე ერსქვეიკსმა“ შინ კალიფორნიულ დერბიში „საკრამენტო რიპაბლიკი“ დაამარცხა, რაშიც ლომის წილი ვაკო ყაზაიშვილმა დაიდო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]