საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, კვირას, 9 ივნისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩავა და ბოდბეში ახლად აშენებულ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს აკურთხებს. ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
გორში მოქმედი წისქვილკომბინატიდან 81 თანამშრომელს ათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია წისქვილკომბინატის მმართველი აზერბაიჯანული კომპანიის – „კარმენის“ დირექტორმა დაადასტურა.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისოსთან მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან წყლის დონის დაწევისა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თიბისი ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღე გამართა. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში ჩატარდა და მას 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში 85 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი მოკლეს. ცხედრები სამართალდამცველებმა გუშინ, მათივე საცხოვრებელ სახლში ნახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურის მატჩს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. მეტოქე სუსტია და ძალის საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ „ჯვაროსნებს“ მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი ქულების…
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შუახნის კაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად…
ქართული სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტური ორმოცწუთიანი ფილმი სათაურით „საქართველო - ღვინის სამშობლო“, ნომინირებულია მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის კონკურსზე (Oenovideo).
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11