weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში გამართულ გეი აღლუმში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ათობით ადამიანმა კი გეი აღლუმის ჩატარება გააპროტესტა.

ბათუმში 18 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 6 ივნისს მოხდა. გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ ახალგზარდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა შანტაჟი და ძალადობა გამხდარიყო.

ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მცხოვრები და 2000-იან წლებში, რუსი სამხედროების სპეცოპერაციების მიმდინარეობისას უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 20 ადამიანის ნათესავებს რუსეთმა 1.64 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო.

ასპინძაში, სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ბიჭი დაიღუპა. მძიმედ დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

UEFA-ს ერთა ლიგის მეორე ფინალისტი ჰოლანდიის ეროვნული გუნდი გახდა, რომელმაც ნახევარფინალურ პლეი-ოფში გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები დამატებით დროში დაამარცხა.

შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო, ესენია 1, 28 და 8 000 – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე, ჩინურ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებული არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ.

ილიკო ბაიდაშვილი - მფრინავი, კოტე საცერაძე - გიდი და თორნიკე ოსიაშვილი - სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომელი - სამივე მათგანი ყაზბეგში, 6 ივნისს, დილით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]