weather cur horoscope tv
ივლისი 09, 2025

ზუგდიდის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ოთხმოციდან რვა მონაწილემ გადალახა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის თემის მცხოვრებლები ბჟუჟის ხეობაში 5-მეგავატიანი „ბჟუჟა-2 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. მათ დღეს ის შეხვედრა ჩაშალეს, სადაც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის პრეზენტაცია უნდა გაემართათ.

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს, ბინაში მყოფი სხვა სამი ქალიდან ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი 29 წლისაა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემში, ავტომანქანა ხიდიდან მდინარე დოლრაში გადავარდა. ადგილობრივი მცხოვრებლები და მაშველები დღეს დილიდან ეძებენ 23 და 24 წლის ორ ახალგაზრდას, რომლებიც სოფელ მულახიდან არიან.

რუსეთის დედაქალაქში გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. 36 წლის რეპორტიორი, რომელიც ონლაინ გამოცემა Meduza-ს თანამშრომელია, რუსი მაღალჩინოსნების კორუფციულ სქემებს იძიებდა.

რუმინეთში ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ექვსი წლის დავით თათვიძეც ასპარეზობს.

ვატო არველაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი მეორე შეხვედრაშივე გაიტანა. ამ გოლით ვატო და რეზო არველაძეები მესამე მამა-შვილი გახდნენ, რომლებმაც ეროვნული გუნდის მაისურით მოახერხეს გოლის გატანა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, წელს ფერმერებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების - „მედიის განვითარების ფონდის“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებებში არსებული პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას ეხებოდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]