weather cur horoscope tv
მაისი 17, 2025

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გზის მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ თქვა, იმ ადგილზე, სადაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარი…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული, ი.ჩ. დააკავეს.

რუსეთი კონგოს რესპუბლიკაში საკუთარ სამხედრო სპეციალისტებს გაგზავნის. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების შედეგად მოეწერა.  

ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მომავალი მეტოქის, დანიის ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილია. ნორვეგიელმა მწვრთნელმა ოგე ჰარეიდემ უახლოესი მატჩისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, თბილისის მერიის შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების…

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მუზეუმი საკონფერენციო დარბაზს, ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედიათეკას და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია ორმა ქართველმა კადეტმა დაამთავრა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ალექსანდრე წერეთელი და კონსტანტინე ყიფიანი აკადემიის 240 კურსდამთავრებულს შორის არიან.

გორის რაიონულმა სასამართლომ შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატიც დათანხმდა.

„ეს დღე ჩვენია“ – 26 მაისს, დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები, ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში (რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს) და შალიკაშვილების სახელობის ქართული სამხედრო მუზეუმის ეზოში აღინიშნება.

თავის ტკივილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პრობლემაა მსოფლიოში. იგი დღეისათვის 2.5 მილიარდ ადამიანს მოიცავს და გავრცელებით პირველ ადგილზეა ქრონიკულ დაავადებათა შორის.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]