weather cur horoscope tv
მაისი 17, 2025

საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ღონისძიება ჩატარდა. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები და ჩატარდა სპორტული აქტივობები.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზური ენა, რომელიც მეორე სახელმწიფო ენაა, გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. როგორც პრეზიდენტმა დამოუკიდებულობის დღის მილოცვისას აღნიშნა, აფხაზების კულტურასა და ენას უკიდურესი მდგომარეობა რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულად მიულოცა. მილოცვა მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის გოგონა ჯერ არ უპოვიათ და…

„ყველასთვის გასაგებია, რომ საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი“, – განაცხადა საქართველოს…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დავით გარეჯში გზის გაყვანის სამუშაოები აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც ბილიკები მანამდეც იყო. მისივე თქმით, დამატებითი კითხვების თავიდან ასაცილებლად, ეს სამუშაოები…

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიიღო დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბათუმში გამართულ ფესტივალზე რუსეთის დროშების გამოჩენის გამო.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცს საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 288 რეკრუტი დადებს.

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონობის შემდეგ წელს მეორე შიდა ტიტულიც მოიგო. „რეკორდმაისტერმა“ გერმანიის თასის ფინალში „ლაიპციგი“ იოლად დაამარცხა და ქვეყნის თასს რეკორდულად, მე-19-ედ დაეუფლა.

„კოპა დელ რეის“ 2019 წლის გათამაშების გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ გახდა, რომელმაც სევილიაში გამართულ ფინალურ მატჩში ფავორიტი „ბარსელონა“ დაამარცხა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]