weather cur horoscope tv
მაისი 17, 2025

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე, ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით.

მოდის სახლი Prada აცხადებს, რომ ტანსაცმელის შექმნისას ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს. 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ქალის კოლექციისთვის ტანსაცმელი უკვე ნატურალური ბეწვის გარეშე იქნება დამზადებული.

მოსკოვის „ლოკომოტივმა“, რომლის რიგებშიც სოლომონ კვერკველია და ხვიჩა კვარაცხელია გამოდიან, რუსეთის თასი მოიგო. სამარაში გამართულ ფინალურ შეხვედრაში „რკინიგზელებმა“ ეკატერინბურგის „ურალი“ დმიტრი ბარინოვის პირველ ტაიმში გატანილი გოლით დაამარცხეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შეხვდა 9 წლის დაჩი გულუას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მას წერილით მიმართა და საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის დატანა სთხოვა.

ვენეციის კომისიამ თავის პერიოდულ გამოცემაში 2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ხუთი გადაწყვეტილება შეიტანა, რომელთა შორის მარიხუანას შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც არის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

სახალხო დღესასწაული „ზეზვაობა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში 26 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, წელს სახალხო დღესასწაულს დაარსებიდან 60 წელი უსრულდება, გარდა ამისა, აღინიშნება ბახტრიონის ბრძოლის 360 წლისთავი. „ზეზვაობა 2019“ საქართველოს…

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

ქვეშეთი-კობის გზაზე, 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის ხელმეორედ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში შვიდმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, წარდგენილი წინადადებები შეფასდება და გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის…

ჭიათურის ცენტრში გაშლილ კარავში „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა შიმშილობს. როგორც ისინი აცხადებენ, თუ დამსაქმებელი კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და პირს ამოიკერავენ.

რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ გ ჯგუფში მოასპარეზე გურჯაანის „ალაზანმა“ საშინაო შეხვედრა ანგარიშით 4:1 მოიგო. მასპინძლებმა „საქართველოს უნივერსიტეტი“ დაამარცხეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]