weather cur horoscope tv
ივნისი 11, 2025

„სახელმწიფო მოქმედებს და ჩვენ ვენდობით, რომ სახელმწიფო არ გაყიდის ჩვენს ურთიერთობას. მე ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რაღაც დააზიანოს. დროებით დაველოდოთ, თუ არადა, ჩვენ დამთმობი არ…

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას გამოეხმაურა. ზურაბიშვილის აზრით, პრეზიდენტი შრომითი დავის საკითხს არ უნდა ეხებოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა წყალტუბოში, ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ბრალდებით ორი პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

წყალტუბოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც საკუთარი 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები გაფართოვდება. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი განიხილა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანელი მესაზღვრეებს გზა გაჰყავთ, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა გაავრცელა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე, რომელსაც სტუდენტი გოგო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ტელეფონი გაუტეხეს. 

საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კილომეტრზე (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ტურინის „იუვენტუსში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის პეპ გვარდიოლა შეცვლის. იტალიური საფეხბურთო გრანდი კატალონიელ სპეციალისტს 14 ივნისს წარადგენს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com