weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ჩემი ნებით რომ წავსულიყავი, ალბათ განცხადებას დავწერდი და რადგან განცხადება არ დამიწერია, უფრო ითველბა, რომ გადამაყენეს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „რუსთავი 2“-ის კითხვაზე –…

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე უხვი ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისის მეტროში ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ფაქტის გაშუქებისას დაშვებული შეცდომის გამო, მოქალაქე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ინგა ლონდარიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიამ მისი 16 წლის შვილის ფოტო გარდაცვლილის ფოტოს…

თელავში ათი წლის ბავშვს სავარაუდოდ ბებიამ სცემა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე დაზიანებები მასწავლებელმა შენიშნა, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა. ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში…

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვიდლოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. მაჩალიკაშვილს უწყება დღეს გადასცეს, თუმცა ის სუს-ში არ გამოცხადდა.

18-19 მაისს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას 30-ზე მეტი მოთამაშე მიიღებს, მათ შორის - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მქონე, 1976 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური იზიარებს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების პათოსს, რომ 21 აპრილს პანკისის ხეობაში შეცდომა იყო დაშვებული და პასუხისმგებლობა ყველა უწყებას ეკისრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მარათონის, Wings for Life World Run-ის გამო, 5 მაისს, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე მოძრაობა შეიზღუდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]