weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში სხვადასხვა ადგილზე გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დივერსია გამორიცხული არ არის. ამ კონტექსტში მან „ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები“ ახსენა.

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი ალადაშვილი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მან ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ფედერაციასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში რუსეთის გენერალური საკონსულო აცხადებს, რომ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც სარფის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, დასკვნა თავად საჭიროებს გადახედვას.

უკრაინაში ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს შემოთავაზებული დებულებების გავლენის შეფასებას, უფრო ღრმა,…

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შეაგროვეს ომის დანაშაულების ჩადენის „ცალსახა მტკიცებულებები“.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]