საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სასამართლოსგან საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას ერთი წლის ვადით მოითხოვენ. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სამხედროებს თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება ან ტყვედ ჩაბარება ურჩია.
2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული 41 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა მოიპოვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) მიიჩნევს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები, რომელიც პირველ ოქტომბერს, 64.04 მაჟორიტარული ოლქის სამ საარჩევნო უბანზეა დანიშნული, უნდა გაუქმდეს და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა წელსაც განხორციელდება. საწარმოები, რომლებიც ფერმერისგან კილოგრამ ვაშლს 24 თეთრად ჩაიბარებენ, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 10 თეთრს მიიღებენ.
დღეს, 29 აგვისტოს, იმერეთის რეგიონში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. საქმე ეხება ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მომხდარ დანაშაულებს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მასში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის და ასევე საქართველოს გაწევრიანებას.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ხერსონზე შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები უკრაინის ხელისუფლების და სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, წინა ხელისუფლების დროს შეძენილი, ფრანგული წარმოების Super Puma-ს ტიპის ვერტმფრენი მის გამომშვებ ქარხანას უკან დაუბრუნოს და სანაცვლოდ სამი ახალი ვერტმფრენი იყიდოს. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო გეგმავს, ევროს ერთიანი გადახდის სივრცეს (SEPA) შეუერთდეს. ამის შესახებ მან მთავრობის დრევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11