საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ეროვნული ლიგა 2-ის მორიგი ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მიითვალა. თელაველებმა „გაგრას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
თელავის კულტურის ცენტრში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი თემატური საღამო - „მადლობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
რუსთავის ეპარქია წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ ცილისწამებაა, თითქოს ბერ გაბრიელს ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ბასილია ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საქართველო განვითარების ტემპით ორჯერ და სამჯერ უსწრებს საშუალო ევროპულ სახელმწიფოებს. ამის შესახებ ქუცნაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტმა განმეორებით კენჭისყრაზე მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სკოლებში მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს. მთვარობის მიერ ინიცირებულ პროექტს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი,…
2019 წლის 7 აპრილს, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში მარიამ ჩოთალიშვილის გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით - „ხატი სარკმელია ზეცისა“.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებელთა მიერ ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტების დამალვის პრობლემა გამოვლინდა. სახალხო დამცველი ამ სკოლის სამი მოსწავლის ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის საქმეებს სწავლობს.
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან მიმდინარე ბრძოლების შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 27 ადამიანი. დაღუპულთა შორისა ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ექიმიცაა. ქალაქის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11