საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 4 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, სოციალურ ქსელ Facebook-ში 15 ყალბი, სახელისუფლებო ტროლების პროფილები გამოავლინეს.
ბათუმში, ფერიის მთაზე საფლავები გაძარცვეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ბოლო 4 დღეში 6 საფლავი დახვდათ გაძარცვული. ამ დრომდე დაუდგენელ პირებს ბრინჯაოსა და სპილენძის ბარელიეფები აქვთ წაღებული.
16-დან 18 აპრილის ჩათვლით თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თანამედროვე ესპანელი მწერლები ელენა მედელი, პატრიცია ესტებან ერლესი, არკაითს კანო და ნიკოლას მელინი ეწვევიან.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაღის პედაგოგს, რომელსაც 5 წლის ბავშვზე ძალადობაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ორი თვის ჩვილი საწოლში გარდაცვლილი ნახეს. სათემო რადიო „მოზაიკის“ ინფორმაციით, მშობლებმა განაცხადეს, რომ ბავშვს მწვავე ვირუსული ინფექცია ჰქონდა.
მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების, დუისი-წინუბანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, რომ მიუხედავად პოლიტიკური წარსულისა, მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გაერთიანდნენ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქაოსის მსურველი ძალები“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით სარგებლობენ და ცდილობენ, ქვეყანა 90-იანი წლების სიბნელეში დააბრუნონ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. მისი თქმით, 9 აპრილის სულისკვეთება 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხელმეორედ დაიბადა.
„ჰიუსტონ როკეტსმა“ NBA-ში „ფინიქს სანზთან“ მოგებულ შეხვედრაში (149:113) ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა - გუნდმა 27 სამქულიანი ჩააგდო. საამისოდ ჰიუსტონელებს 57 ცდა დასჭირდათ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11