weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში სამართალდამცავებმა სამი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებული მამუკა ნიგურიანი დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამუკა ნიგურიანი, რომელიც მოკლულის ბიძაშვილია, ამ დრომდე მიმალვაშია. მისი ადვოკატი…

ქართველი პოეტი ზვიად რატიანი კონკურსის „ევროპელი პოეტები თავისუფლებისთვის“ ნომინანტებს შორისაა. საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი და ამავე სახელწოდების ფესტივალი, პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერიის ორგანიზებით, წელს მეექვსედ ტარდება.

მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა, რომლებიც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მიმართვა მოამზადეს. მიმართვაზე ხელმოწერების შეგროვება მოძრაობამ „სიტყვის კაცები“ გუშინ, ბათუმში დაასრულა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონიდან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გელა როსტობასია გაიტაცეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, ენგურზე თევზაობის დროს მოხდა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები როსტობასიას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება დუბაიში გამართულ „მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე“ განიხილეს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის N338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა N3-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე…

სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, დღეს მინისტრ ლევან იზორიასა და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. სამინისტრო…

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ავტომობილი დაეჯახა 4 წლის ბავშვს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა რუსუდან კილაძემ უთხრა, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ალექსანდრე (აკა) საჩიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან „რეგინფოსთან“ განაცხადა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო და დღეს შესაბამისი განცხადება დაწერა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]