weather cur horoscope tv
მაისი 13, 2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ავტომობილი დაეჯახა 4 წლის ბავშვს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა რუსუდან კილაძემ უთხრა, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ალექსანდრე (აკა) საჩიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან „რეგინფოსთან“ განაცხადა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო და დღეს შესაბამისი განცხადება დაწერა.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნის მიუხედავად, გამოცდების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება არ იცვლება.

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონასთან ახლოსაა დასახლება კასტელდეფელსი, სწორედ აქ მდებარეობს ფეხბურთელ ფილიპე კოუტინიოს სახლი. ადგილობრივები ხუმრობენ და სჯერათ, რომ ეს სახლი დათარსულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50% ფიქრობს, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭი უყარა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას და სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, მაშინ…

ლიბიელი სამხედრო მაღალჩინოსანი ხალიფა ბელყასიმ ჰაფთარი, რომელიც მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აღებას გეგმავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმე ეხება 2018 წლის 4 მაისს მომხდარ შემთხვევას.

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ბადღისში მოძრაობა თალიბანის ასობით მებრძოლი შეიჭრა და ავღანეთის შეიარაღებულ ძალებსა და ადგილობრივ დაჯგუფებებს თავს დაესხა. დაღუპულია სულ მცირე 36 სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1 359 მგზავრმა ისარგებლა. როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით გაიზარდა – 2018 წლის პირველ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]