საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პოლიტიკური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი პოლიტიკაში მიდის. ამ საკითხზე ანზორ ბიწაძემ „რადიო პალიტრის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ მეტ საჯაროობაზე გადადის.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ იძულებული გახადა კარიერის დასრულებაზე იფიქროს. მისი თქმით, ფედერაცია მას სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლებას არ აძლევს, ხოლო იმ შემთხვევაში…
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ოპოზიცია ქმნის მითებს, თითქოს აჭარა მიზიდულობას კარგავს, სინამდვილეში კი რეგიონში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.
„ორი დღის შემდეგ, მნიშვნელოვანი თარიღი დგება, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ოთხმოცი წელი შეუსრულდებოდა. ეს დღე ბევრ მივიწყებულ ტკივილს გაგვიღვიძებს, ბევრ რამეს გაგვახსენებს და ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა (მათ შორის – 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო), რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.
თელავში გოგებაშვილის, ბოჭორიძეებისა და ქლუხორის ქუჩებზე ახალი ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. ასევე მოეწყობა სანიაღვრეები.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განცხადებით, მისმა ქვეყანამ წარმატებით ჩაატარა ანტითანამგზავრული სარაკეტო ტესტი, რამაც ინდოეთი „კოსმოსური ძალაუფლების“ ქვეყანათა ლიგაში შეიყვანა.
ინგლისის ნაკრების კაპიტანი და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ლიდერი ჰარი კეინი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს. 25 წლის ფორვარდმა ფეხბურთში მიღწეული შედეგებისთვის მე-5 ხარისხის ჯილდო მიიღო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რადიო-გიდის ინიციატივით, უფლისციხის ეროვნულ ნაკრძალში ახალი პროექტი ამოქმედდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ 46 წლის მწვრთნელი ულე გუნარ სულშერი გუნდის არა დროებითი, არამედ მუდმივი მწვრთნელი იქნება. ნორვეგიელმა სპეციალისტმა მანჩესტერულ გუნდთან 3 წელზე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11