საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ „საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხის“ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ნებართვის გარეშე ტრანსლაციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, კერძოდ, გაფრთხილება მისცა. შესაბამისი გადაწვეტილება კომისიამ…
ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი რეზიდენსში“ ხანძრის შედეგად 150 მ² ფართობია დამწვარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძარი ლოკალიზებულია.
ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„შეცდომა, რომელიც ერმა დავუშვით იყო ის, რომ ზვიად გამსახურდია ქვეყნიდან განვდევნეთ ისე, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას…
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა. კობახიძე იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.
გორის ერთ-ერთი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოწავლე გოგონა, რომელმაც ერთი თვის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სათემო რადიო „მოზაიკა“ ავრცელებს.
სლოვაკეთში არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგადაც პრეზიდენტად, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალი აირჩიეს. არჩევნების მეორე ტური ადვოკატმა, 45 წლის ზუზანა ჩაპუტოვამ მოიგო.
2019 წლის პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოდან ყველაზე სტაჟიანი რეინჯერი კუკურა სარალიძე გააცილეს, რომელიც ბორჯომის ნაკრძალში 1983 წლიდან მუშაობდა.
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. 28 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11