weather cur horoscope tv
მაისი 12, 2025

ევროპის 2020 წლის საფეხბურთო პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში ორი ტური გასრულდა და UEFA-მ შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩებში გატანილი გოლების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დააკავეს.

ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელის მიხედვითაც 2021 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალება პლასტმასის ერთჯერადი ნივთების, მათ შორის, დანა-ჩანგლის, კოქტეილის ჩხირების, საკვების კონტეინერების და ბამბის ჩხირების გაყიდვა.

მადრიდის „რეალის“ ყოფილ ვარსკვლავს, პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს, მიაჩნია, რომ მადრიდული „სამეფო კლუბის“ კაპიტანი სერხიო რამოსი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს. თავად ფიგუმ პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდო 2000 წელს მიიღო.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ღამის ქოთნები და „პამპერსები“ მიიტანა. წულაიამ ამ ფორმით ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობაზე ყურადღების მიქცევა სცადა.

თელავში ახალგაზრდა ქალმა დედა დანით დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 30 წლამდე ქალია დაკავებული.

პარტია „გირჩი“ ეხმაურება 1-ლი აპრილიდან ასამოქმედებელ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული ნივთიერების, მათ შორის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მართვა ჯარიმით ანდა ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ამასთან, სამართალდამცავები მძღოლებს მარიხუანას მოხმარებაზე ადგილზევე,…

კალიფორნიის შტატის ქალაქ ინგლვუდში ხმლით შეიარაღებული მამაკაცი საიენტოლოგიურ ეკლესიაში შევიდა და ორი პოლიციელი დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას თავში არეში ესროლა. თავდამსხმელი ინგლვუდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე: გურამ გ., გიორგი კ., ტარიელ ი. და რამაზ ი. დააკავეს.

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის დასრულების შემდეგ, სტუდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მესამე იარუსიდან პროკლამაციები გადააყარა. პროკლამაციები ძველი ბათუმის დაცვისკენ მოწოდებას შეიცავდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]