weather cur horoscope tv
მაისი 12, 2025

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ სპეციალური საფოსტო მარკა გამოუშვა. მარკის ტირაჟი 20 ათასი ცალია, ხოლო ნომინალური ღირებულება 2 ლარს შეადგენს.

„ნამდვილად არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხარ-თეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან ერთად, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ივანიშვილმა მიტროპოლიტთან საუბარში განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოებს სულ მცირე…

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ოზურგეთის, მარნეულის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 19 მაისს…

ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე სასტუმროსა და კაფეტერიის აშენება/მოწყობა იგეგმება. ელექტრონული აუქციონი აღკვეთილში 6 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის თაობაზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოაცხადა.

გერმანიის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 10 ადამიანი დააკავა. Deutsche Welle-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ტერაქტის მოწყობას დასავლეთ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გეგმავდნენ.

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ კარიერულ რეკორდს ამყარებს. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ახალ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს N1 ჩოგანი მე-17 ადგილზეა, რაც მის კარიერასა და მთლიანად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო…

ახალქალაქის რაიონული სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს, რომელიც ცოლის მხრიდან ქმრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, 52 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო აქვს…

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გახარია მოსახლეობას შეხვდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

ჭითურაში, საბაგიროზე მუშაობის დროს 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშას დენმა დაარტყა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]