weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

დღეიდან, 1-ლი აპრილიდან, საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების რეალიზაცია აიკრძალა. რეგულირების წესის დარღვევა 500 ლარის ოდენობით ჯარიმას და პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა გაორმაგდება. ასევე იკრძალება…

ძიუდოში სამდღიანი თბილისური შეჯიბრების დასკვნით დღეს საპრიზო სამეულები მამაკაცთა სამ და ქალთა ორ წონით კატეგორიაში შეივსო, საქართველოს სახელით კონკურენციაში 13 ძიუდოისტი ჩაება და მათგან 4 კვარცხლბეკზე ავიდა. საქართველოს ნაკრებმა თბილისის…

იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს მოქალაქე, 27 წლის იზა ქავთარაძე გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რაგბის კლუბი „ყაზბეგი“ საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გამარჯვებული გახდა. „ყაზბეგსა“ და თბილისის „დევებს“ შორის ორი მატჩის ჯამში საერთო ანგარიში 42:42 დაფიქსირდა, გამარჯვება კი ყაზბეგელებს ლელოების სიმრავლით ერგოთ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი, 40 წლის მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გვიან ღამით დასრულდა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვის შემდეგ, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. საპროტესტო აქცია ხვალ, პირველ აპრილს, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართება.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაობის დროს მიწა ჩამოიშალა და ქვეშ ორი მუშა მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანის, 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ის პროზექტურაშია გადასვენებული.

გუდაურმა მესამედ უმასპინძლა დიპლომატიურ სათხილამურო ტურნირს „DipSki2019“. სათხილამურო ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ კატეგორიაში. ქალთა შორის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი ლორენ ბარი, მამაკაცთა კატეგორიაში პიტერ დენისი ევროკავშირის დელეგაციიდან,…

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ „საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხის“ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ნებართვის გარეშე ტრანსლაციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, კერძოდ, გაფრთხილება მისცა. შესაბამისი გადაწვეტილება კომისიამ…

ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი რეზიდენსში“ ხანძრის შედეგად 150 მ² ფართობია დამწვარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძარი ლოკალიზებულია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]