საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ტურნირის საპრიზო ფონდი 9 314 875 დოლარია.
ევრო 2020-ის საგზურებისთვის ბრძოლა გრძელდება. მორიგ შეხვედრებს შორის გამორჩეული მატჩი „ამსტერდამ არენაზე“ გაიმართა, სადაც სტუმარმა გერმანიამ მასპინძელ ჰოლანდიას ერთა ლიგაზე განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა და საქმე დახურა. მოსამართლე მადონა მაისურაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაითვალისწინა და ამ გადაწყვეტილებით…
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრას არ აპირებს. მისი თქმით, ის იუსტიციის საბჭოში რჩება და სამართლიანობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ხაშურში, მამაკაცი საკუთარი მეუღლეს, 33 წლის ქალს დანით თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა 24 მარტს, საღამოს, ერთ-ერთ სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ…
კურორტ აბასთუმანში მდებარე ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო დაიხურა. 25 პაციენტიდან, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობდა, 23 სახლში გაუშვეს, ერთი თბილისში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, მეორე კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.
ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში, მერის რიგგარეშე არჩევნებში საკუთარ კანდიდატად ახმედ იმამკულიევი წარადგინა. როგორც იმამკულიევმა განაცხადა, მარნეულელები საქართველოში იქნებიან პირველები, ვინც „ოლიგარქიულ მმართველობას“ დაამარცხებენ.
2019 წლის „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) მფლობელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი კენიიდან, პიტერ ტაბიჩი გახდა, რომელიც მილიონ დოლარს მიიღებს. დაჯილდოების ცერემონია დღეს, 24 მარტს დუბაიში გაიმართა. გლობალური ჯილდოს…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერვე ყრილობაზე პარტიის აღმასრულებელ მდივნად, პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია აირჩიეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერვე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ ვაშაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11