საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2018 წელს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც მისი შეფასებით, სერიოზული პრობლემაა.
ჩინეთში, ძიანსუს პროვინციის ქალაქ იანჩენში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 640-ს აღწევს, მათგან 32-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოპოზიციის მტკიცება, რომ კრიმინალის თვალსაზრისით ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც კრიმინოგენურ მდგომარეობაზე განამარტების გასაკეთებლად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თელავის ისტორიული მუზეუმის, ააიპ თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, ა/ო World Vision-ის, ა/ო შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი „ლამპარისა“ და ა/ო სოციალური ინტერესების დაცვის ასოციაციის მხარდაჭერით, თელავის ისტორიულ…
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერც ლევერკუზენის „ბაიერის“ ფორვარდი ადმირ მეჰმედი ითამაშებს. შვეიცარიის ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ 28 წლის ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა, რის გამოც…
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არსებითად განიხილავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის კონსტიტუციურ სარჩელს. დავის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რომლითაც საკრებულოს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადააყენოს ხალხის მიერ…
სენაკში, სუპერმარკეტ „მაგნიტში“ ნიღბიანი და სავარაუდოდ, სათამაშო თოფებით შეიარაღებული ორი პირი შეიჭრა და გამყიდველს თანხა მოსთხოვა.
ევროპაში კონტინენტის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩები შედგა. პირველ დღეს ოთხ ქვეჯგუფში გამართულ შეხვედრებში რამდენიმე ხმაურიანი და საინტერესო შედეგი დაფიქსირდა.
თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრიდან 60-კილომეტრამდე (ნაქერალას უღელტეხილი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11