weather cur horoscope tv
მაისი 11, 2025

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი დუშეთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ კოტეჯს ტურისტებზე აქირავებენ. განცხადება და კოტეჯის ფოტოები ვებგვერდ Airbnb-ზეა განთავსებული. კოტეჯში ერთი ღამის გატარება 80 დოლარი ღირს.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი „ჯვაროსნები“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ქვეჯგუფის ფავორიტ შვეიცარიის ნაკრებთან დამარცხდნენ.

ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა - კარეტაკარეტა შემოვიდა. გიგანტური კუ 23 მარტს, ფოთის მკვიდრმა ლაშა ხოჯავამ იპოვა.

ზვავსაშიშროების და ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საპროტესტო აქციის შემდეგ, ბათუმის რეფერალური საავადმყოფო ექოსკოპისტმა ეკა ფუტკარაძემ დატოვა. როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, ეს გადაწყვეტილება ექიმმა დამოუკიდებლად მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი სარჩელი, რომელიც დაზარალებულისთვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემაზე უარს ეხება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საავადმყოფოში მოინახულა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბესიკ შუბითიძე, რომელიც 22 მარტს, გურჯაანში დაჭრეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და…

რაჭაში ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მამაკაცის ცხედარი გუშინ, კურორტ შოვთან ტყეში ნახეს.

თანამედროვე ფეხბურთში ქალი მსაჯების გამოჩენა მწვანე მინდორზე გასაკვირი აღარაა. მაგალითისთვის, გერმანიის ბუნდესლიგაში ბიბიანა შტაინჰაუსი უკვე სტაჟიან არბიტრად ითვლება, პოლონელი კაროლინა ბოიარი კი შედარებით უცნობია, მაგრამ პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი მსაჯის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]