საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გორის რაიონული სასამართლო ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასჯელს დღეს გამოაცხადებს. სასჯელის დანიშვნის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურშიც დამარცხდა. „ჯვაროსნებმა“ ამჯერად ირლანდიასთან სტუმრად წააგეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში ირლანდიასთან გამართულ 10 შეხვედრაში მეცხრედ დამარცხდა.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ტურიზმის მხარდასაჭერად ორ ახალ საგრანტო პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი პროგრამით, რომელიც აპრილიდან დაიწყება, ტურისტულ სექტორში…
ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ „TV4“-მა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა. არხის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარკვეული ძალების მხრიდან იყო მცდელობა, ჩარეულიყვნენ მათ სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში, რის გამოც არხმა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა მაუწყებლობა.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მას შეცდომით გაუგზავნა მესიჯი, რომელიც მმართველ გუნდში მასთან დაკავშირებით შეიმუშავეს.
უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული 1900 გვერდი და ჯგუფი წაშალა. ოფიციალური განცხადების თანახმად, აღნიშნული გვერდები და ჯგუფები კოორდინებულად და შეუსაბამოდ იქცეოდნენ.
თურქეთიდან საქართველოში შვეიცარიული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი შემოვიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს. მატარებელი ამ დროისთვის ახალქალაქის სადგურშია გაჩერებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორიც ია კერზაია იყო, განათლების სამინისტრომ ინსპექტირება უკანონოდ ჩაატარა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, კონსულტაციების საფუძველზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის 35-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სკოლებში სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება…
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალის რეგიონში დაღუპული შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი დღეს ოჯახებს გადაეცათ. სამარხი, რომელიც სოფელ თამარაშენის სასაფლაოსთან მდებარეობდა, 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ნეშტების გადმოსვენება კი მიმდინარე წლის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11